ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

author

18.04.2018კომენტარები 0

გაუზიარეთ ეს სტატია

ეკონომ კომბო 3 ტერიტორია (ოკაცე, კინჩხა, მარტვილი)
ეკონომ კომბო 3 ტერიტორია (ოკაცე, კინჩხა, მარტვილი)
შეიტყვეთ მეტი

ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის საცავი

 

 

მუზეუმ-ნაკრძალი ოფიციალურად 1981 წელს დაფუძნდა და მთელი ქუთაისის გამორჩეულ ღირსშესანიშნაობებს აერთიანებს. ეს არის საქართელოს სიდიდით მეორე ქალაქის კულტურის სახლი, ამიტომ თუკი სურვილი გაქვთ რეგიონს უკეთ და უფრო სიღრმისეულად გაეცნოთ, ამ ადგილს გვერდი არ უნდა აუაროთ.

მუზეუმი განთავსებულია დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალურ სახლში, რომლის სივრცეში ექსპონირებულია ცნობილი ექიმის, საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის, დიმიტრი ნაზარიშვილისა და მისი ოჯახის საქმიანობის ამსახველი საარქივო მასალა და საოჯახო ნივთები.

მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს: ქუთაისის, წყალტუბოსა და ტყიბულის ტერიტორიაზე განლაგებულ ისტორიულ, არქიტექტურულ, არქეოლოგიურ ძეგლებს. აქ ნახავთ UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს - ბაგრატის საკათედრო ტაძარს (XI ს.) და გელათის სამონასტრო კომპლექსს (XII ს.), აგრეთვე მოწამეთას სამონასტრო კომპლექსს, მეფეთა სასახლეს გეგუთში (XII ს.) და XVI ს. იმერეთის მეფეთა სასახლეს - "ოქროს ჩარდახს".

თეგებისაინტერესო ადგილებიკულტურაადგილები

მიმოხილვა

კომენტარები არ არის

-->