ბირთვისის ციხესიმაგრე

ბირთვისის ციხესიმაგრე

author

30.04.2018კომენტარები 0

გაუზიარეთ ეს სტატია

კომბო ბილეთი 6 ტერიტორია ( ოკაცე, კინჩხა, პრომეთე, სათაფლია, ნავენახევი, მარტვილი)
კომბო ბილეთი 6 ტერიტორია ( ოკაცე, კინჩხა, პრომეთე, სათაფლია, ნავენახევი, მარტვილი)
შეიტყვეთ მეტი

მიუდგუმელი და აუღებელი უძველესი ციხე

 

 

ბირთვისის ციხესიმაგრე წარმოადგენს მე-11 საუკუნის ძეგლს და მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, დაბა მანგლისიდან 30კმ-ში. ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი გაგებით ციხე, იგი არ არის ერთად თავმოყრილ ნაგებობათა კომპლექსი, არამედ ესაა კონუსური ფორმის, კლდოვანი მთების ჯგუფების გაერთიანება, რომელიც დაახლოებით 1 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. სამწუხაროდ ბირთვისის ციხის გენერალური გეგმა არ გახლავთ შემოღცენილი.

ძველ ისტორიკოსებს ერთი მეტად საინტერესო მომენტი აქვთ აღწერილი ბირთვისის ციხის შესახებ თემურ-ლენგის ლაშქრობასთან დაკავშირვბით. მერვე ლაშქრობის დროს, 1403 წლის ივლისში, თემურ-ლენგმა უბრძანა ჯარს, ქვეყნის ამ ერთ-ერთი დიდი სიმაგრის - ბირთვისის ციხის აღება. მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ქართველებს ძლიერ გაემაგრებინათ ციხე და თან უხვად მოემარაგებინათ სანოვაგე, წყალი და ღვინო. ციხეს ვინმე ნაზალ ციხისთავი განაგებდა. გარემოცული ციხის მცველნი გამოსულან და შექმნილა ფიცხელი ომი. ქართველებს გაუმარჯვიათ. მაშინ განრისხებულმა თემურმა ბრძანა, ციხისათვის, ხანგრძლივი ალყის მიზნით, სამი მხრიდან ციხე აეგოთ. ალყა დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს თემურის ჯარში გამოჩნდა კაცი, რომელმაც მოახერხა ბამბისა და აბრეშუმისაგან დაწნული თოკებით ციხეზე აცოცება. მან ეს თოკები დაამაგრა და როდესაც ციხის აუღებლობით დაიმედებულ გარნიზონს ტკბილად ეძინა, მოულოდნელად მტერი თავს დაესხა. დამცველნი ლომებივით იბრძოდნენ, მაგრამ ვერას გახდნენ. თემურს ამ ციხის აღება იმდენად მნიშვნელოვნად მიუჩნევია, რომ საზეიმო დარბაზობაც კი გაუმართავს.

ბირთვისის ციხის აგების თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად იგი XI საუკუნეშია მოხსენებული. თავის დროზე ბირთვისის ციხე მიუდგომლად და თითქმის აუღებლადაც ითვლებოდა. აქ ციხე-კოშკები, საცხოვრებელი სახლები, ეკლესია, სამეურნეო შენობები და წყალსაცავი იყო გაშენებული. კლდეზე აგებული ციხის ნანგრევები ტყის სიღრმეში მდებარეობს, ფარცხისის ტბასთან. ბირთვისის კანიონი მდინარე ალგეთის ვიწყო ხეობაშია განფენილი. გამოცდილი გიდის გარეშე მის დალაშქვრას არ გირჩევთ. დაგჭირდებათ მთამსვლელის სპეციალური აღჭურვილობა. წყალი ღრმა არ არის, თუმცა საკმაოდ ცივია.

თეგებისაინტერესო ადგილებიკულტურაადგილები

მიმოხილვა

კომენტარები არ არის

-->