დიდგორის ველი

დიდგორის ველი

author

30.04.2018კომენტარები 0

გაუზიარეთ ეს სტატია

Экскурсия "5 парков" (Окаце, Кинчха, пещера Прометея, Сатаплия, Навенахеви)
Экскурсия "5 парков" (Окаце, Кинчха, пещера Прометея, Сатаплия, Навенахеви)
შეიტყვეთ მეტი

მემორიალი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცნობილ ბრძოლას ეძღვნება

 

 

დიდგორის ველი საზოგადოდ ცნობილი ადგილია, რადგან აქ 1121 წელს საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი ბრძოლა გაიმართა. ველი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, დაბა მანგლისიდან 25 კილომეტრში და ქართველი ერისთვის დღემდე უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ სწორედ დიდგორის ველზე შედგა. უაღრესად სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. მოწინააღმდეგე ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.

ყოველწლიურად 12 აგვისტოს აღინიშნება დიდგორობა. ამ დღეს 1121 წელს საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა და გაიმარჯვა. დღეს ამ ველზე ბრძოლისადმი მიძღვნილი მემორიალი მდებარეობს, რომლის ნახვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს არის ტერიტორია, რომელსაც ქართული სახელმწიფოს ისტორიაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან აქ გამართული ბრძოლის როლი ქვეყნის წინსვლაში განუზომელია.

თეგებისაინტერესო ადგილებიკულტურაადგილები

მიმოხილვა

კომენტარები არ არის

-->