ლოპოტას ტბა

ლოპოტას ტბა

author

22.01.2018კომენტარები 0

გაუზიარეთ ეს სტატია

მარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი
შეიტყვეთ მეტი

საუკეთესო ადგილი თქვენი განტვირთვისათვის

თბილისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, 115 კილომეტრში, კახეთის ისტორიულ რეგიონში მდებარეობს „ლოპოტას ტბა“ და „ლოპოტა სპა რეზორტი“. ეს არის კავკასიის მთებით გარშემორტყმული ლოპოტას ხეობის პატარა სამოთხე, რომლის რეკრეაციული ზონა მილიონობით კვადრატულ მეტრს მოიცავს. აქ თითოეული სეზონი თავისებურად უნიკალურია. ეს არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ქორწილებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებისთვის.

აქ ყოფნა საშუალებას მოცემთ დატკბეთ თვალწარმტაცი ბუნებით, ულამაზესი ლოპოტას ტბით, ელეგანტური და კეთილმოწყბილი სასტუმროებით და უნიკალური, დამამშვიდებელი გარემოთი.

ლოპოტას ტბა, კავკასიონის ქედის ქვედა ნაწილში წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად, მთებს შორის დაგროვილი წყალია. ის ახლოს არის ლოპოტას ხეოასთან. ტბაში წყლის დონის რეგულირება რამდენიმე მილსადენის საშუალებით ხორციელდება.

 აღსანიშნავია, რომ ის თბილისიდან დაახლოებით, ორი საათის სავალზეა.

ლოპოტაზე გართობისა და დასვენების ბევრი სხვა საშუალებაც არსებობს. მათ შორისაა ტენისის კორტები, მინი გოლფის მოედანი,  საბილიარდო და ბარი, ასევე შექმნილია სასეირნო ადგილები, რომელიც ხედით ტკბობის შანსს გაძლევთ.

თეგებისაინტერესო ადგილებიდასვენებატურიზმი

მიმოხილვა

კომენტარები არ არის

-->