სამშვილდე და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი

სამშვილდე და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი

author

18.04.2018კომენტარები 0

გაუზიარეთ ეს სტატია

სათაფლიის ნაკრძალი
სათაფლიის ნაკრძალი
შეიტყვეთ მეტი

ქვემო ქართლის კულტურული ძეგლების საბადო

სამშვილდე ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც შემორჩენილია ნანგრევების სახით. სამშვილდე, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ციხე-ქალაქი, მოხსენიებულია ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობასთან დაკავშირებით. ქართლის პირველი მეფის, ფარნავაზის დროიდან ის ქალაქი და საერისთავოს ცენტრია. ქვემო ქართლში მდებარეობს ასევე უძველესი ციხესიმაგრე კლდეკარი.

თრთიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე აღმართული კლდეკარის ციხესიმაგრე და ციხეზე მისასვლელი კლდეში გაჭრილი კარი რეგიონის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მემკვიდრეობაა. IX-საუკუნის 70-იან წლებში აგებული ციხე კლდეკარის საერისთავოს ცენტრსა და კლდეკარის ერისთავთა – ბაღვაშთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ყოველივე ეს სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალში ერთიანდება.

აქ ნახავთ უძველეს მეგალითურ კომპლექსებს, ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხების ველს, შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრების ძეგლებს, ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლეზე განთავსებულ სოფელ ავრანლოს, კანიონის კლდის გამოქვაბულებში ნაკვეთ ეკლესიებს და მრავალ სხვა საოცარ კულტურულ ძეგლს. ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი პუნქტი თრიალეთის ახალქალაქი, დღევანდელ დაშბაშია.

აქ ხრამის ქარაფოვან ნაპირზე მდგარი ეკლესია (X-XI სს. მიჯნა) თრიალეთის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ეკლესიის ქვები შეიცავენ მდიდარ ეპიგრაფიკულ მასალას და ქვაზე ნაქანდაკების სრულიად უნიკალურ ხელოვნების ნიმუშებს. ღრმა კანიონში მნახველი დატკბება ჩანჩქერებითა და ტბებით.

თეგებისაინტერესო ადგილებიკულტურაადგილები

მიმოხილვა

კომენტარები არ არის

-->