შიომღვიმე

შიომღვიმე

author

21.03.2018კომენტარები 0

გაუზიარეთ ეს სტატია

ნავენახევის მღვიმე
ნავენახევის მღვიმე
შეიტყვეთ მეტი

საქართველოს უმნიშვნელოვანესი რელიგიურ-კულტურული ძეგლი

 

 

შიომღვიმის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, ქალაქ მცხეთის დასავლეთით 8 კილომეტრში. ეს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი VI საუკუნის II ნახევარში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. გადმოცემით, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ. სწორედ აქედან წარმოდგა სახელწოდება „შიოს მღვიმე“. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილია. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: მღვიმე-ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, შიოს სასაფლაო-ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი კოშკით, სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი მღვიმეები, ჯვრის ამაღლების ეკლესია, ბერთა საცხოვრებელი ნაგებობები.

მონასტერი წყლით მარაგდებოდა სოფელ სხალტბიდან. შიომღვიმე იყო ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერა, რომლის ბიბლიოთეკაშიც დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი. თბილისში მონასტერი ფლობდა სავაჭრო დუქნებს, საგანგებოდ აშენებდა გასაყიდ პირუტყვს. ჰქონდა სასამართლო (არასრული), საეპარქიო და სახელმწიფო გადასახადების შეუვალობის პრივილეგიები. შიომღვიმე VI საუკუნიდან XII საუკუნის დასაწყისამდე კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო მფარ­ველობაში იმყოფებოდა, და­ვით აღმაშენებელმა იგი სამეფო საკუთრებად აქცია. XIII-XVIII საუკუნეებში შიომღვიმის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა დაქვეითდა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირისძის ინიციატივითა და სახსრებით შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს. მონასტრის მახლობლად კლდეში ნაკვეთი მღვიმეებია, რომლებიც ბერების საცხოვრებელი და თავშესაფარი იყო.

თეგებისაინტერესო ადგილებიადგილებიტურიზმი

მიმოხილვა

კომენტარები არ არის

-->