ბოდბე

ბოდბე

author

22.03.2018კომენტარები 0

გაუზიარეთ ეს სტატია

ნავენახევის მღვიმე
ნავენახევის მღვიმე
შეიტყვეთ მეტი

ადგილი, სადაც წყაროების თანახმად, გარდაიცვალა და დაკრძლულ იქნა წმინდა ნინო

 

ბოდბე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების- ზემო ბოდბისა და ქვემო ბოდბის ძველი სახელწოდებაა.

ტრადიციულად ითვლება, რომ ბოდბე არის ძველ ქართულ საისტორიო წყაროებსა და ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში მოხსენიებული კუთხის დაბა - ბოდი, სადაც წყაროთა თანახმად, გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა წმინდა ნინო, თუმცა მეცნიერებს საწინააღდეგო მოსაზრებებიც აქვთ.

ბოდბე ცნობილია აქ მდებარე მონასტრით და დაახლოებით 3 კმ-ში მდებარე წყაროთი, რომელსაც წმინდა ნინოს წყაროს უწოდებენ. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია. როდესაც წმინდა ნინო გარდაიცვალა, მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს.

მონასტერს შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს – ირგვლივ მუხის ხეებით დაბურული გორაკებია, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთით ალაზნის ველისკენ იხსნება. ეკლესიის ეზოში მრავალწლოვანი კაკლის, ცაცხვის ხეები და ტანმაღალი კვიპაროსები დგას. მონასტერთან მოედინება ორი წყარო, სწორედ ერთ-ერთ მათგანს (ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხევში) ეძახიან წმინდა ნინოს წყაროს.  ამ წყაროს,როგორც ამბობენ,  ნაკურთხი წყლის ძალა აქვს.

ბოდბე გამოირჩევა არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ღირსშესანიშნაობებით, არამედ ლამაზი ბუნებითაც. ასე რომ, ეს სოფელი მრავალმხრივ საინტერესო ადგილი გახლავთ.

თეგებიკულტურადასვენებაადგილებიეკოლოგია

მიმოხილვა

კომენტარები არ არის

-->