ნავენახევი

0 კომენტარი

 

 

 

საქართველოში ტურისტებისთვის მოწყობილი მღვიმეები რამდენიმე სხვადასხვა ადგილას შეგიძლიათ ნახოთ, მათ რიცხვს ახლახან კიდევ ერთი დაემატა. ნავენახევი ყველაზე კეთიმოწყობილი მღვიმეა საქართველოში, რომელიც თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ნავენახევის მღვიმე დამთვალიერებელს ისევ მიიღებს. 2018 წლის გაზაფხულზე, სეზონის დაწყებასთან ერთად, მღვიმე ოფიციალურად გაიხსნა. აქ დაგხვდებათ ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხ დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.

მღვიმეში 4 დარბაზია. პირველს ქართველი პალეოლოგების დარბაზს უწოდებენ. მეორე თიხნარი დარბაზის სახელწოდებით არის ცნობილი. მესამე საოცრებათა დარბაზია, მეოთხეს კი ოქროს ჩარდახს უწოდებენ. მღვიმის წყალი შეიცავს კალცს, მარილებს. აქ სტალაქტიდის მოპირისპირედ წარმოიქმნება სტალაგმიტი, ისინი ერთად ქმნიან სტალაგანტს, მისი რაოდენობა მღვიმეში 120-ია, რაც ბევრად აღემატება სათაფლიისა და ახალი ათონის მღვიმეებში არსებულ სტალაგანტთა რიცხვს.

ნავენახევის მღვიმე საქართველოს მთავარი სატრანსპორტო გზიდან დაახლოებით 20 წთ-ის სავალ გზაზე მდებარეობს. შესაბამისად, მისი მონახულება მარტივად შეგიძლიათ იმერეთის მასშტაბით ტურის დროს. ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტები ქალაქი ქუთაისი და თერჯოლის რაიონში მდებარე რამდენიმე საოჯახო სასტუმროა.

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

5

კომენტარის დაწერა