უფლისციხე

0 კომენტარი

 

საქართველოს ტერიტორიაზე სულ სამი კლდეში ნაკვეთი ძეგლია დაცული: უფლისციხე, ვარძია და დავითგარეჯა, რომელთაგან უძველესიც უფლისციხეა. ის მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, ქალაქ გორიდან 10 კილომეტრის დაშორებით. უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის „უფლის სადარის“ რეზიდენციას წარმოადგენდა. ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა და სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე. სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის.

 

                          “უფლისციხის გამოქვაბულების გამოკვეთა ჩვენს წელთაღრიხვამდე 1000 წლით ადრე დაიწყო“

 

უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. ქალაქს აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვა. ამჟამად ციხე-ქალაქი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია.

ლეგენდის მიხედვით უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს ანუ ოქროს იღებდა. ეს ყველაფერი ლეგენადად რჩება, თუმცა ფაქტია, რომ უფლისციხეში ძველი წელთაღრიცხვით პირველი ათასწლეულის დასაწყისიდან, ჩვენი წინაპრები იწყებენ მუშაობას დარბაზების გამოსაკვეთად.

 

                                  „აქ დიადი ქართველი მეფის, თამარის, დარბაზსაც ნახავთ.“

 

ძველად, ანტიკურ პერიოდში, აქ დაახლოებით 700-მდე გამოქვაბული იყო. დღესდღეობით კი 150 გამოქვაბულია შემორჩენილი. უფლისციხეში არის წმიდა გიორგის სახელობის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა. ეკლესიის გარეთ შესაწირი ქვევრებია. ოჯახში ბავშვი რომ იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა ეკლესიაში მოჰქონდათ და ქვევრსაც აქვე ტოვებდნენ.

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

5

კომენტარის დაწერა