\

რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

23.01.2018

რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. ის მოიცავს ისტორიულ გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და ნაწილობრივ, სვანეთის ტერიტორიებს. რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. რაჭას ოთხივე მხრიდან მაღალი მთები აკრავს: ჩრდილოეთით კავკასონის ქედი, აღმოსავლეთით- ლიხის მთა, სამხრეთით- ნაქერალას მთა და დასავლეთით - სვანეთის მთები.

 

 

ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, ამ ადგილს რაჭა შემდეგი შემთხვევის გამო დარქმევია: ერთ ქართველ მონადირეს, რომელიც აქ პირველად დასახლებულა, ნაქერალადან გადმოუხედავს, განცვიფრებულა რიონის ვიწრო და ღრმა ხეობით, იგი ჭისათვის მიუმსგავსებია და უთქვამს: „ეს რა ჭა ყოფილაო!“. ამის შემდეგ ამ მხარეს რაჭა დარქმევია.

 

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმყოფადობას და უნიკალურობას არა მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ  მდიდარი, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა განსაზღვრავს. თვითმხილველთა უზომო აღტაცებას იწვევს მხარის მთიანეთი, კავკასიონის მწვერვალები და მთაგრეხილები, მდინარეები და ჩანჩქერები, მრავალრიცხოვანი ტყის მასივები და მათში გავრცელებული ცხოველ- ფრინველები, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, უღელტეხილები, ულამაზესი გზა-ბილიკები, შაორისა და  ლაჯანის წყალსაცავები, სვანური კოშკები და სხვა სანახაობანი.

 

 

აღნიშნული ტერიტორიები გამოირჩევა ბუნების, არქიტექტურის და კულტურის მრავალფეროვანი  ძეგლებით, მათ შორის უმნივნელოვანესია: ნიკორწმინდის ეკლესია, ბარაკონის ტაძარი, ხოტევის ციხე, მინდა ციხე, მრავალძალის ეკლესია და კვარაციხე. 

 

აღსანიშნავია, რომ რაჭა ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი პატარა, მაგრამ ძალიან ეგზოტიკური მხარეა. ვენახები ძირითადად გაშენებულია მდინარე რიონის ხეობაში.  

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.