\

სიღნაღი

23.01.2018

სიღნაღი, როგორც ქალაქი , მე-18 საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა მეფე ერეკლე II- ის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. მაღალ ბორცვზე განლაგებით, ქალაქმა ციხე- სიმაგრის ფუნქციაც შეიძინა და არქიტექტურის თავისებური ხასიათიც გამოიკვეთა: ვიწრო ქუჩები აღმა-დაღმა მიიკლაკნება ფერდობზე და საბოლოო ჯამში, ულამაზეს ხედს ქმნის.  სიღნაღი საქართველოს ღვინის აკვნადაა მიჩნეული. აქ ათასწლეულების მანძილზე ხდებოდა მეღვინეობის უძველესი ტრადიციების დახვეწა და დამუშავება. ბოლო დროს განხორციელებულმა განახლებებმა, სიღნაღი მოაქცია ტურისტების ყურადღების ცენტრში. აქ არის უამრავი საგანმანათლებლო ტური, თანამედროვე დასასვენებელი საშუალებები, დელიკატური სამზარეულო და მშვენიერი ღვინო.

 

 

 სიღნაღი ციხე-გალავნით ერთ-ერთი უდიდესი, ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელს საქართველოში. მას თითქმის 40 ჰექტარი ფართობი უჭირავს. გალავნის სიგრძე 4 კილომეტრამდეა. მთელ პერიმეტრზე განლაგებული ყოფილა 28 კოშკი და იმდენივე კონტრფოსტი. ყველა კოშკი ატარებდა სახელს, ეტყობა, იმის მიხედვით, თუ რომელი სოფელი მონაწილეობდა მის მშენებლობაში.

 

 

სიღნაღის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს სიღნაღის მუზეუმი. აქ დაცულია ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და შუა საუკუნეების მასალა. მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ნიკო ფიროსმანის ფერწერული კოლექცია. მუზეუმი დაარსდა 2007 წელს. მასში გამოფენილია სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებში აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების ნივთები, ქვის ხანიდან ძველი წელთაღრიცხვით I საუკუნემდე.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.