\

თუშეთი

23.01.2018

თუშეთი საქართველოს ისტორიულ- გეოგრაფიული მხარეა, რომელიც მდებარეობს კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. თუშეთში არის რამოდენიმე დაცული ტერიტორია. ესენია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი და დაცული ლანდშაფტი. ისინი მდებარეობენ თუშეთის ქვაბულში, ზღვის დონიდან 900-4800მ-ზე. სახელმწიფო ნაკრძალი 1981 წელს დაარსდა და მისი ფართობი 10694 ჰექტარია, ეროვნული პარკის ფართობი 83453  ხოლო, დაცული ლანდშაფტის 27903 ჰექტარია. ორივე მათგანი 2003 წლის 22 აპრილს დაარსდა. ეროვნულ პარკში დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მდინარეთა სათავეები,იშვიათი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები და უნიკალური ფიჭვნარი ტყე. რაც შეეხება სახელმწიფო ნაკრძალს , ის შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების და მცენარეების დასაცავად. ნაკრძალში დასაშვებია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი. გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით, სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.

 

 

დაცული ლანდშაფტი გამორჩეულია თუშეთის ულამაზესი ისტორიული სოფლებით. აქ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, სასოფლო- სამეურნეო იარაღები და საოჯახო ნივთები. სანახაობრივად თუშეთი ძალიან განსხვავდება სხვა დაცული ტერიტორიებისაგან, რადგან აქ ბუნებრივ ძეგლებთან ერთად ვხვდებით ისტორიულ- კულტურულ ნაგებობებს, ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს.

 

თუშეთში ასევე შეხვდებით ტებულოს (ზღვის დონიდან 4492მ.), დიკლოს (ზღვის დონიდან 4285 მ.) და ბორბალოს (ზღვის დონიდან 3294 მ.) დიდებულ მწვერვალებს.

 

 

მნიშვნელოვანია ის, რომ თუშეთი ევროპის ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. სოფელი ზემო ომალო გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად. აქ თითოეულ ქვასაც კი, თავისი ისტორია აქვს. აქ შეხვდებით არაერთ კოშკს, რომლებიც  სათვალთვალოდ და თავშესაფრად გამოიყენებოდა  თავდასხმების პერიოდში. ამჟამად კოშკებში მოთავსებულია თუშეთის ეთნოგრაფიული მიზეუმი. აქ აღმოჩენილი  თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება.

 

2007 წლის 24 ოქტომბრიდან თუშეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.