\

ვაშლოვანის დაცული ტერიტორია

13.11.2019

  ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე, ზღვის დონიდან 100-900მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი  35067,5 ჰექტარს შეადგენს. იგი მოიცავს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკს და შემდეგ ბუნების ძეგლებს: არწივის ხეობას , ალაზნის ჭალას და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებს. ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან.

 

 

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა მრავალი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებით. აქ წარმოდგენილია:  წმინდა ელიას ეკლესია, VI ს-ის ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი დედოფლისწყაროში; დედოფლისწყაროს ქვაბების მღვიმეების კომპლექსი; ამაღლების გუმბათოვანი ტაძარი; 5 ათასი წლის  კამბისენას არქეოლოგიური ძეგლის ნანგრევები; არქეოლოგიური ცენტრი სოფელ თავწყაროში; ფიროსმანის მუზეუმი სოფელ მირზაანში; ბოდბეს და ხირსას მონასტრები. 

 

   ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ადამიანის ცივილიზაციის უძველესი კერებია, როგორც ძველი წელთაღრიცხვის  ნაქალაქარებისა და ნასოფლარების სახით, ასევე შემდგომი პერიოდის საეკლესიო და საფორტიფიკაციო ნაგებობების სახითაც.

 

 ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით, მცირე ტერიტორიაზე ერთმანეთისაგან განსხვავებული არიდული ლანდშაფტი ჩამოყალიბდა. ესენია: უდაბნოს, ნახევარუდაბნოს, სტეპური, არიდული მეჩხერი ტყეებისა და ფოთლოვანი ტყის ზონები.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.