\

საირმე

04.02.2018

თუ თქვენც მიგაჩნიათ, რომ სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემო საუკეთესო წამალია, გირჩევთ, პირველივე შესაძლებლობის გამოჩენისას კურორტი საირმე მოინახულოთ. სამკურნალო წყლის საბადოებით მდიდარი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. საირმეს კურორტი გარშემორტყმულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, რაც კურორტზე არსებულ ჰაერსა და ჰავას განსაკუთრებულს ხდის. ამ ტყეში უბრალო გასეირნებაც კი ენერეგიით აგავსებთ. აქ არსებული ფიჭვის, ნაძვის, წიფლის, ცაცხვისა და წაბლის ხეები ასწლოვან ისტორიას ინახავენ.

 

 

წყაროები საირმის წყლების შესახებ მე-19 საუკუნის ბოლოდან ჩნდება. თქმულების მიხედვით წყალი ნახეს მონადირეებმა, რომლებიც დაჭრილი ირმის კვალს გაჰყვნენ. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, ხოლო გარშემო ყველაფერი მარილს ჰქონდა გადათეთრებული. წყლის გარშემო ირმის ჯოგები შემოკრებილიყვნენ, წყალსა და მარილს მორიგეობით ეტანებოდნენ. ყოველივე ამის გამო, იქაურობას საირმე უწოდეს.

 

 

საირმე განთქმულია მინერალური წყლებით, რომელთა სამკურნალო თვისებიბიც მეოცე საუკუნის საწყის წლებში მეცნიერულად დადასტურდა. ამ წყლის აღმოჩენასაც თავისი ლამაზი ისტორია აქვს. იქაურმა მწყემსებმა აღმოაჩინეს ადგილი ირმების წყაროს ოდნავ მოშორებით, სადაც ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა, თოვლი არ დებდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან მალევე შრებოდა. ამ „ჯადოსნური“ ველის საიდუმლო 1920-იან წლებში გამჟღავნდა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.

 

საირმე გამაჯანსაღებელი, რეკრეაციული და ინფრასტრუქტურულად გამართული კურორტია. ამრიგად, თუ თავს გადაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ და გინდათ ენერგიულობა და ჯანმრთელობა დაიბრუნოთ, საირმეს კურორტი სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.