\

ბათუმის ბულვარი

22.02.2018

ბულვარის გაშენება 1881 წლიდან დაიწყო. ბულვარმა თავისი არსებობის ისტორიაში განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეისათვის მისი სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს. 2008 წლის სექტემბერში შადრევანი განახლებული სახით დაუბრუნდა ქალაქს. ბულვარის სანაპირო ზოლი ბუნგალოებით, კაფე-ლაუნჯებით, რესტორნებით, საბავშვო ატრაქციონებით, თანამედროვე დიზაინის სკამებით, სკულპტურებითა და ახალი ფანტანებით დამშვენდა და იგი ქალაქის სტუმრებისათვის ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.

 

 

ბათუმის ბულვარი 7 კილომეტრის სიგრძისაა. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ ველოსიპედების მომსახურებით და ისეირნოთ სპეციალურ ველობილიკზე. ასევე, აქ არის სხვადასხვა სახის ატრაქციონები, გასართობი ადგილები, რესტორნები, თუ სხვა.

 

 

ბათუმის ბულვარი მოწყობილია სპეციალურად ისე, რომ ქვეითად მოსიარულეებმა და ველოსიპედით მოსეირნეებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ბულვარი განსაკუთრებით გადატვირთული და სიცოცხლით სავსე ზაფხულის საღამოებშია, საზღვაო სეზონის დაწყების პერიოდიდან დასრულებამდე.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.