\

შოვი, უწერა

22.02.2018

კურორტი შოვი დაარსდა 1929 წელს. იგი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადია.
შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება . სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.

 

 

შოვი მნიშვნელოვანი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16°). სამკურნალო ფაქტორი:მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება — ივნის-ოქტომბერში.

 

 

კურორტი უწერა - მდებარეობს მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე ქ.ონიდან 10 კმ-ში. მიეკუთვნება მთის კურორტის ტიპს. ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ეს არის მთიანი ზონა, გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, უნიკალური სამკურნალო-მინერალური წყლებით, იგი მთლიანად მოქცეულია წიწვოვან-ნაძვნარ და შერეული ტყის შუაგულში. ჰავა და ულამაზესი ბუნება საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა. აქ ადგილი აქვს შერეულ სამკურნალო ფაქტორს. ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს ჰავა და 28 სახის მინერალური წყლები, რომელიც თვითდინებით მოედინება. ჰავა გამოირჩევა მკვეთრი მოქმედებით მოზარდთა გაკაჟების და პროფილაქტიკის მიზნით ხოლო მინერალური წყლები თავისი გემოვნური თვისებების გარდა უებარი საშუალებაა კუჭნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ.

 

 

ძირითად შემთხვევბში ტურების დაგეგმარებისას შოვი და უწერა ერთად მოიხსენიება, რადგან ეს ორი ადგილი ერთმანეთისაგან არც ისე შორს იმყოფება და აუცილებლად სანახავ ტერიტორიებში შედის.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.