\

გონიოს ციხე

23.02.2018

აჭარაში გონიოს დასახლებაში ბათუმიდან 15 კილომეტრში მდებარეობს საქართველოს ყველაზე ძველი ციხე  – გონიოს ციხე. ისტორიული წყაროებით დასტურდება რომ სახელწოდება გონიო შედარებით გვიანდელი წარმოშობისაა. ირკვევა, რომ გონიოს უძველესი დროიდან აფსარი რქმევია, ამიტომ ამ ადგილს ხშირად აფსაროსის ციხე-სიმაგრესაც უწოდებენ. ციხესიმაგრის ისტორია რამდენიმე ათასწლეულებს ითვლის. არსებობს ლეგენდა, რომ სახელწოდება აფსაროსი მომდინარეობს არგონავტების შესახებ  ძველბერძნული მითისაგან. ლეგენდის მიხედვით სწორედ ამ ადგილას იყო დაკრძალული იასონის მიერ მოკლული მეფის ვაჟი – აფსირტი.

 

 

დღეისათვის გონიო – აფსაროსის ციხე წარმოადგენს აჭარის ისტორიის რომის პერიოდის ძეგლს. განლაგება, ციხის არქიტექტურა თითქმის არ შეცვლილა მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე. მიუხედავად იმისა რომ წმინდა მატფეის საფლავის პირდაპირ მეჩეთი, ხოლო რომაული აბანოები გადაკეთებულ იქნა აღმოსავლურ აბანოებად, ციხის საერთო არქიტექტურა ისეთივე დარჩა, როგორც ორი ათასი წლის წინ რომაელების დროში.

 

 

ციხის კედლების საერთო სიგრძე 900 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 5 მეტრი. თავდაპირველად, ციხის პერიმეტრზე აგებული იყო 7 მეტრი სიმაღლის 22 კოშკი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დროთა განმავლობაში დაინგრა და დღეს ციხე მხოლოდ 18 კოშკს ითვლის. ციხეს 4 შესასვლელი და გამოსასვლელი გააჩნდა, დღეს შემონახულია მხოლოდ დასავლეთის შესასვლელი.

 

 

გონიოს ციხის ისტორია დღემდე მალავს ბევრ საიდუმლოს.  აქ დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, ხოლო მეცნიერები აკეთებენ მრავალ ახალ აღმოჩენას, ისეთებს, როგორიც იყო 1974 წელს ციხის სამხრეთ კედელთან აღმოჩენილი განძი, რომელიც ჩვენი ერის მეხუთე საუკუნით თარიღდება. გონიოს ციხის უდიდესი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ 1994 წელს იგი ნაკრძალ-მუზეუმად გამოაცხადა. ამიტომ, თუ საქართველოს და განსაკუთრებით აჭარის რეგიონის ისტორიული წარსულით ხართ დაინტერესებული, გონიოს ციხეს აუცილებლად უნდა მიაკითხოთ.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.