\

ბათუმის დელფინარიუმი

26.02.2018

 

 

დელფინარიუმი თანამედროვე დიზაინის არქიტექტურული შენობაა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აქ იხილავთ აფალინას სახეობის დელფინებს და ზღვის ლომებს. სადემონსტრაციო აკვარიუმში წარმოდგენილია შავი ზღვის და სხვადასხვა მდინარეების დეკორაციული და იშვიათი სახეობის თევზები. კვლევის ცენტრის ძირითადი მიზანი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილის მოპოვებაა. ეს გულისხმობს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის კვლევას, სტუდენტებისათვის სასწავლო-კვლევითი ბაზის გაუმჯობესებას და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას. მიმდინარე პროექტებია: შავი ზღვის ძუძუმწოვრების რეაბილიტაცია, ზღვის ძუძუმწოვართა რეპროფუქციული პროგრამა, დელფინების საგანმანათლებლო-შემეცნებითი შოუ თუ სხვა.

 

 

დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა - ეს არის შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სახეობა, რომელიც იმართება ნებისმიერ ამინდში. შოუ, რომელშიც ამჟამად 8 დელფინი მონაწილეობს, სამენოვანია (ქართული, ინგლისური, რუსული). ის ფაქტი, რომ პუბლიკა დელფინარიუმს პოტიზიურად დამუხტული ემოციით ტოვებს კაკოს, მონიკას, ზოროს, მაიას, ბელუჩის, ნინის, ციცის და მისი ქალიშივლის - ოლიმპიას დამსახურებაა. წარმოდგენილია 30-მდე ნომერი: სამი ცეკვა, რგოლებით და ბურთებით თამაში, კუდზე ბალანსი, დაუვიწყარი Foot Push-ი და მრავალი სხვა.

 

 

დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 795 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურება პანდუსით და ლიფტით. ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წელს გაიხსნა. თავდაპირველად აქ წარმოდგენილი იყო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფეხფარფლიანი ძუძუმწოვარი ცხოველები, ძვირფასბეწვიანი წავები და კასპიის ზღვის სელაპები. ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი რთული კომპლექსია. ამჟამად აქ შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი და დეკორატიული თევზების 100-მდე სახეობაა წარმოდგენილი: ზღვის კატა, ზღვის მელა,ზღვის ენა, კეფალისებრნი, ცხენთევზა, ხონთქარა  და ა.შ. სელექციური მუშაობის შედეგად აკვარიუმში გამოყვანილია იაპონური კობრი (კოი).

 

 

დელფინარიუმი მდებარეობს ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 51 ნომერში. დელფინების შოუ შეგიძლიათ იხილოთ შაბათ-კვირას.  ასევე, გაქვთ შესაძლებლობა დაათვალიეროთ აკვარიუმი და იცურაოთ დელფინებთან ერთად.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.