\

შეკვეთილი

26.02.2018

 

საქართველოში ზღვისპირა კურორტებიდან შეკვეთილი განსაკუთღებულ აღნიშვნას იმსახურებს. სოფელი შეკვეთილი ოზურგეთის რაიონში, მდინარე ნატანების შესართავთან, ქობულეთსა და ურეკს შორის მდებარეობს. შეკვეთილის ბუნება აქ ჩამოსულ ყველა ტურისტს აოცებს, კურორტის სანაპიროზე მაგნიტური ქვიშის პლაჟი და ფიჭვნარი დაგხვდებათ. აღსანიშნავია, რომ შეკვეთილის ტერიტორიაზე ზღვის სიღრმე დაბალია და ნაპირიდან 30 მეტრის მანძილზე 1,5 მეტრს არ აღემატება, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ბავშვებისთვის.

 

შუა საუკუნეებში აქ საზღვაო პორტი იყო განლაგებული, სადაც ოსმალეთის იმპერიის გარნიზონი იდგა. შეკვეთილი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო მე-18 საუკუნის განმავლობაში. მე-19 საუკუნის შუა წლებში გახშირდა ყაჩაღების თავდასხმები შეკვეთილზე, ამიტომ მთავრობამ გაამაგრებინა ციხესიმაგრე და მის დასაცავად გამოყო დამატებითი არტილერია. შეკვეთილის ტერიტორიას ბევრი ომი ახსოვს, აქ არაერთხელ გაულაშქრია ოსმალურ იმპერიას, რის გამოც ეს ადგილი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა.

 

 

დღეს შეკვეთილის სანაპიროს ულამაზესი ბუნების გარდა ორი ობიექტი გამოარჩევს. პირველი პარკი „ციცინათელაა“, რომელიც ბავშვებსა და უფროსებს თანამედროვე ატრაქციონების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მეორე კი, Black Sea Arena - ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი საქართელოში, რომელიც 10 000-მდე მაყურებელს იტევს. შეკვეთილში ყველაფერია იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაერთოთ, ამიტომ, გირჩევთ, ჩაბარგდეთ და დაღლილობა ზღვის ტალღებს გაატანოთ.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.