\

ქობულეთი

26.02.2018


 

საქართველოს ზღვისპირა კურორტთა ჩამონათვალში ქობულეთის სახელი განსაკუთრებულად კაშკაშებს, რადგან იგი ყოველწლიურად უამრავ დამსვენებელს იღებს და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ პუნქტად არის მიჩნეული. ქობულეთი აჭარის შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. ძალიან გრძელი სანაპირო პლაჟი, მზის უხვი რადიაცია, ზღვის წყალი, ფიჭვნარი და ნოტიო სუბტროპიკული ჰავა შესანიშნავ პირობებს ქმნის დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის.

 

 

არქეოლოგთა მიერ ქობულეთის სანაპირო ზოლში აღმოჩენილი ანტიკური ხანის ნივთები ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე I-II ათასწლეულებში არსებობდა მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა შავიზღვისპირეთის სხვა დასახლებულ პუნქტებთან. მე-19 საუკუნეში ქობულეთი ელიტური კურორტი იყო. მაღალჩინოსნებმა დაიწყეს ქობულეთის ზღვისპირა ზოლის გაშენება მდიდრული აგარაკებით. ქობულეთის გამაჯანსაღებელმა კლიმატმა სულ რამდენიმე წელიწადში გაითქვა სახელი. 1944 წელს კი ქობულეთმა ქალაქის სტატუსი მიიღო.

 

 

კურორტი სეზონზე 100 000-მდე ტურისტს მასპინძლობს, მაგრამ ამ რიცხვიდან ცოტამ თუ იცის, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მოიპოვება ქლორიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომლის პოტენციალი ოდესღაც აქტიურად გამოიყენებოდა. კურორტის სიახლოვეს არის სამი დაცული ტერიტორია: ქობულეთისა და კინტრიშის  დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი. ასევე თქვენი ყურადღბის არეალში მოხვდება მდიდრული სასტუმრო Georgia Palace Hotel, რომელიც თვისი არქიტექტურით დანარჩენი ქალაქისგან საკმაოდ გამოირჩევა.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.