\

მტირალას ეროვნული პარკი

27.02.2018

 

 

მტირალას მთა შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის, მდინარეეების, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწყლის, წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის, ეგრეთ წოდებული, „ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით. ის ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს. ტოპონიმი „მტირალაც“ ამ მთას, სწორედ, უხვნალექიანობის გამო შეერქვა.

 

 

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია როგორც ტყის მცენარეულობა, რომელიც წაბლნარებით, წიფლნარებითა და კოლხური ტიპის შერეული ტყით არის წარმოდგენილი, ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე შქერის ბუჩქებით. კოლხური ტიპის ტყეში გვხვდება: წიფელი, ცაცხვი, წაბლი და ა.შ. აქ ასევე ნახავთ აჭარა-ლაზეთის იშვიათ, ენდემურ სახეობებს და საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებს, როგორებიც არის: გაულთერიასმაგვარი ეპიგეა, ფურისულა, მედვედევის არყი და სხვა.

 

 

მტირალას ეროვნულ პარკში ფუნქციონირებს ერთ და 2-დღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ექსტრემალური გასართობი სერვისით,- ზიპლაინით ისარგებლონ და მაღალ ხეებს შორის დახრილად გაბმულ 200 მ-ის სიგრძის ბაგირზე ჩასრიალდნენ. ეროვნული პარკი ვიზიტორებს  სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურებს სთავაზობს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.