\

აბასთუმანი

07.03.2018

 

 

 

დაბა აბასთუმანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთობალნეოლოგიური კურორტია. საქართველოს ეს ულამაზესი კურორტი აჭარა-იმერეთის უღელტეხილის ერთ-ერთ ნაწილში, მარადმწვანე ხეობაში მდებარეობს. აბასთუმანი თბილისიდან 260 კმ-ით არის დაშორებული. კურორტი აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობა დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, გაზაფხულზე ფიჭვი იწყებს ყვავილობას რის შედეგადაც იგი გამოყოფს ეგრედ წოდებულ მტვერს, რომელიც მიმოიფანტება ჰაერში, სუნთქვის დროს იგი ხვდება ფილტვებში, რაც ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ფილტვებისთვის.

 

 

ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ ახლანდელი აბასთუმნის ადგილას, ჯერ კიდევ, მე-14 საუკუნეში ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე და არსებობდა სახელგანთქმული სამკურნალო წყლები. მე-17 საუკუნეში, ოსმალების ბატონობისას, აქ თურქული სტილის აბანო მიუწყვიათ. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში შესაძლებელი გახდა თერმული სამკურნალო წყლების მეცნიერული შესწავლა. შედეგად, ამ წყლებს იყენებენ – რევმატიული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობისას და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ.

 

 

ეს ჰაერი შეუდარებელია როგორც სამკურნალოდ, ამავდროულად რეაბილიტაციისთვის, სწორედ ამიტომაა აბასთუმანში დასვენება ესეთი მოთხოვნადი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებსაც სუსტი ფილტვები აქვთ. ჰაერი აქ შეიცავს დიდი რაოდენობით იზონიაზიდს, რაც კლავს ბაქტერიებს. აბასთუმანი გამაჯანსაღებელი ჰავისა და გოგირდოვანი წყლების გარდა, ცნობილია იქ არსებული ობსერვატორიით, რომელიც პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.