\

მარტყოფი

09.03.2018

 

მარტყოფი ივრის ანუ გარე კახეთის ზეგანზე მდებარეობს. ძველად ის უმთავრესად მდინარე ჭოტორსა და წმინდა ანტონ მარტყოფელის სავანეს შორის იყო გაშლილი. დღევანდელი სოფლის უდიდესი ნაწილი ივრის ხეობაშია.

 

მარტყოფს ძველად აკრიანი რქმევია (ქვიან ადგილს ნიშნავს). მის მთებს აკრიანის მთებს უწოდებენ. ამას ადასტურებს წმინდა ანტონ მარტყოფელის ცხოვრება, კახეთის მეფის, დავით II-ის მიერ მარტყოფის მონასტრისთვის ბოძებული სიგელი, საბინინის "საქართველოს სამოთხე". ყველა მათგანის მოწმობით, VI საუკუნის II ნახევარში "შინაგან მთათა აკრიანთა" სამოღვაწეოდ დაემკვიდრა წმინდა ანტონ მარტყოფელი, დიდი ასურელი მამა. სახელი მარტყოფი სწორედ წმინდა ანტონ მარტყოფელის მოღვაწეობას  უკავშირდება. 

 

 

ძველი აკრიანის ჩრდილოეთ საზღვრები, ჭოტორის ხეობიდან წმინდა ანტონ მარტყოფელის სავანემდე აღწევდა. აქაური მაღალი ქვაკლდე მონასტრის გალავნის ნაწილი იყო. მარტყოფის მონასტრის ყველა ნაგებობა, წმინდა ანტონ მარტყოფელის კოშკის ჩათვლით, ამ კლდეზეა დაშენებული.

 

 

მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომით. ფერად ფოთლებში ჩაფლული ეკლესია შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. მარტყოფის მიმართულებით ხშირად იგეგმება სალაშქრო ტურები, ამიტომ თუკი ამ ადგილის ნახვა მოგინდებათ, არ უნდა გაგიჭირდეთ გიდის პოვნა.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.