\

აბუდელაურის (თეთრი) ტბა

12.11.2019

 

აბუდელაურის ტბა -  არის მყინვარული ტბა, აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2812 მეტრზე  და საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლებით. მყინვარებით გარემოცული ტბები დაუვიწყარ სანახაობას ქმნის.

 

 

ტბა მდებარეობს ხევსურეთში სოფელ როშკის ზემოთ, თითქმის ჭიუხების ძირში. ამ ტბაში შეაფარა თავი, ფშაური ლეგენდის თანახმად, იახსრის ლახტს გამოქცეულმა უკანასკნელმა დევმა.  იახსარმა ლახტი ესროლა დევს, მაგრამ დევი კლდეს ამოეფარა, ლახტი კლდეს მოხვდა და მისგან ანასხლეტმა ნაფოტმა დევს თვალი ამოთხარა. კლდეს ნაპრალი გაუჩნდა (დღესაც დგას ეს კლდე როშკoს თავში), ცალთვალა დევმა კი ტბას მისცა თავი. იახსარი ჩაყვა დევს ტბაში და განგმირა იგი, მაგრამ დევის სისხლმა შეკრა წყლის ზედაპირი და იახსარმა უკან ამოსვლა ვეღარ შეძლო, ვიდრე ქადაგის სიტყვით ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი არ დაკლეს და მისი სისხლი ტბას არ ასხურეს.

 

 

აბუდელაურის ტბის მიმართულებით ხშირად იგეგმება ტურები და ექსკურსიები, რადგან ეს ადგილი ბუნების მოყვარულ ადამიანებში დიდ ინტერესს იწვევს. აქ ნანახი სილამაზე კი,  უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.