\

რკონი

12.03.2018

 

რკონის ნასოფლარში არსებული სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.

 

რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გამოირჩევა მშენებლობის სამი ფენა: მე-7 საუკუნის მეორე მეოთხედი, მე-13- მე-14 საუკუნეების მიჯნა და მე-17- მე-18 საუკუნეები, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. კომპლექსის ტერიტორია ორ მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობები, მეორეში კი საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები. რკონის კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი.

 

 

თუ ქართული ხუროთმოძღვრებით ხართ დაინტერესებულნი, აუცილებლად გირჩევდით რკონის მონახულებას. ეს ადგილი გარდა სამონასტრო კომპლექსისა, გამოირჩევა ლამაზი ბუნებით, ტყით, მინდვრებით. აქ მოსულს უთუოდ დაგეუფლებათ სიმშვიდის და სიწყნარის განცდა, რადგან ნასოფლარი დღეისათვის აღარ გახლავთ დიდად დასახლებული, შესაბამისად, აქ ლამაზი ტყის, მინდორ-ველის და სამონასტრო კომპლექსის გარდა ვერც ვერაფერს ნახავთ, რასაც ცივილიზაციასთან ექნება კავშირი.

 

 

რკონში წასვლის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, რომ სალაშქრო სეზონის გახსნის შემდეგ (დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებიდან ) ამ მიმართულებით ხშირად იგეგმება სხვადასხვა ტურები.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.