\

მთაწმინდის პარკი

12.03.2018

“მთაწმინდის პარკი” თბილისის უძველესი პარკია, რომელიც უფროსი თაობის ერთ-ერთი საყვარელი ლოკაცია იყო, თუმცა დღეს აქ ბავშვები უფრო უკეთ ატარებენ დროს, რადგან ტერიტორია აღარ არის დაფარული ტყით, არამედ სავსეა მრავალფეროვანი ატრაქციონებით. „მთაწმინდის პარკი“ გართობის და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილია. ზღაპრული გარემო, სუფთა ჰაერი, უნიკალური ლანდშაფტი, ულამაზესი ხედები და თანამედროვე ატრაქციონები თქვენ საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ, დაისვენოთ და გაერთოთ თქვენს ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად.

 

 

მთაწმინდის პარკი  770 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და თბილისის ყველაზე მაღალი წერტილია. მისი ისტორია 100 წელს აჭარბებს და გაშლილია 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე.  პარკი დაყოფილია სამ ნაწილად- ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. ატრაქციონების გარდა პარკში განლაგებულია რესტორნები და კაფეები,მაღაზიები,სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი.

 

 

პარკთან დაკავშირება ხდება როგორც სამანქანე გზით (თბილისი-ოქროყანას მიმართულება) ასევე ფუნიკულიორით, რომელიც 1905 წელს აიგო და თავის მხრივ წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ღირშესანიშნაობას.

 

 

მთაწმინდის პარკში  შესვლა უფასოა. ატრაქციონებსა და ფუნიკულიორზე გადახდა ხორციელდება მრავალჯერადი გამოყენების პლასტიკური ბარათით, რომლის შეძენაც შესაძლებელია მთაწმინდის პარკის სალაროებში მხოლოდ 2 ლარად. ბარათზე დარიცხავთ ნებისმიერი რაოდენობის თანხას, გაატარებთ ბარათს სასურველი ატრაქციონის გამშვებ პუნქტში და ღირებულება დეპოზიტიდან ჩამოგეჭრებათ.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.