\

ვაკის პარკი

12.03.2018

ნიუ-იორკს აქვს ცენტრალ პარკი, ლონდონს რიჩმონდის პარკი, ხოლო თბილისის მთავარი სარეკრეაციო ზონა ვაკის პარკია, რომელიც გაშენებულია ვაკის ბოლოში, მთაწმინდის ქედის გაშიშვლებულ ფერდობსა და მის წინ გადაშლილ ცარიელ ტერიტორიაზე.მშენებლობა 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი გამოიყო. პარკი ჭავჭავაძის გამზირთან ფართო კიბით არის დაკავშირებული, რომელსაც ულამაზესი შადრევნების კასკადი აგრძელებს. მიწისქვეშა გადასასვლელი კი მოხატულია კრეატიული ილუსტრაციებით, რომლისთვის თვალის შევლება მაშინვე კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

 

ვაკის პარკის ცენტრალური ღერძის ბოლოს მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ დიდების მემორიალს იხილავთ. პარკის განსაკუთრებულად ლამაზი ცენტრალური ნაწილი გამოყოფილია შადრევნით და მრგვალი აუზით. პარკის სავალი გზები მოპირკეთბულია წითელი ქვიშით, სიწითლისა და ხეების სიმწვანის შერწყმა კი თვალწარმტაც პეიზაჟს ქმნის. პარკში საბავშვო ქალაქი, ღია კინოთეატრი, კაფე-ბარები და რესტორანია განთავსებული და დარგულია მრავალი ათასი ხე – ფოთლოვანი, წიწვოვანი, ხეხილი და ბუჩქნარი. ხოლო სამხრეთ-დასავლეთით ეს ყველაფერი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონით ბოლოვდება.

 

ვაკის პარკი, თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და ადგილობრივების საყვარელ ადგილს წარმოადგენს. ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქიდან გაუსვლელად შეგიძლიათ პარკის სრულ სიმწვანეში ჩაიძიროთ, გაისერნოთ, გაერთოთ და მიირთვათ უგემრიელესი კერძები.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.