\

რიყის პარკი

05.03.2018

რიყის პარკი მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რეკრეაციული ზონაა. გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში ეს ადგილი განსაკუთრებულად შთამბეჭდავია, რადგან წელიწადის ამ მონაკვეთში პარკი მთლიანად მწვანე ფერებში იმოსება და იქ არსებულ შადრევანთან, ვიწრო ქვაფენილთან და სხვადასხვა ორიგინალურ ინსტალაციებთან ერთად თვალწარმტაც პეიზაჟს ქმნის. პარკი ადვილი მისაგნებია, რადგან იგი თბილისის სავიზიტო ბარათად ქცეული „მშვიდობის ხიდის“ გვერდით არის განლაგებული.

 

 

რიყე თბილისის ერთ-ერთი უძველესი ნაწილია. მე-17 საუკუნეში აქ საასპარეზო სივრცე იყო და რუსეთში მიმავალი ავჭალის დიდი გზა გადიოდა. მე-19 საუკუნის მსვლელობისას რიყეში შეხვდებოდით ბაზარს, ქარვასლას და სხვადასხვა სახელოსნოებს. რიყე არ ყოფილა ადგილი, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა, თუმა მე-20 საუკუნის მიწურულს ცვლილებები დაიწყო. ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით რიყის ძველი ნაგებობები აიღეს. 2011 წელს კი სრულიად ახალი, თანამედროვე პარკი გაიხსნა, რომელმაც მალევე მოიზიდა როგორც ადგილობრივები, ასევე ქალაქის სტუმრები.

 

 

რიყის პარკში სეირნობა არასდროს არის მოსაწყენი პროცესი, აქ შეხვდებით კრეატიულ და ორიგინალურ ინსტალაციებს. უზარმაზარმა საჭადრაკო დაფამ თავისი ფიგურებით შესაძლოა ჰარი პოტერის თავგადასავალში გადაგისროლოთ, ხოლო დიდი თეთრი როიალი კი ძალიან ჰარმონიულად ერწყმის მთელი პარკის იერსახეს. ზაფხულის საღამოებზე აქ აუცილებლად გაიგონებთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას და დაინახავთ ამ მუსიკაზე მოცეკვავე შადრევნებს. რიყის პარკიდან ასევე შეძლებთ საბაგიროთი ნარიყალას ციხისკენ გადაინაცვლოთ და გზაში თბილისის ულამაზეს ხედებს შეავლოთ თვალი.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.