\

ლისის ტბა

13.03.2018

მათთვის, ვისაც ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისში ყოფნა უწევს, ლისის ტბა გაგრილების და გარუჯვის შესაძლებლობას იძლევა. ეს არის ტბა მოწესრიგებული ინფრასტუქტურით და კომფორტული გარემოთი. ლისის ტბა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი ზონაა. აქ განსაკუთრებული ჰავაა, რისი მიზეზიც არის ის, რომ თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, ლისის ტბა ზღვის დონიდან მათზე რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს.

 

 

ლისის ტბის კეთილმოწყობა ჯერ კიდევ 1937 წლიდან დაიწყო. მაშინ ტბის ირგვლივ 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე დაირგო გარემოს გასამწვანებლად. ბოლო წლებში კი ტბის სანაპირო ზოლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა: მოეწყო სარბენი და ველო ბილიკები, სავარჯიშო სივრცე, სანაპიროზე აშენდა სპორტული და საბავშვო მოედნები. ასევე ნახავთ ღია კაფეებს და რაც მთავარია, გარუჯვის მოყვარულთათვის განახლდა პლაჟი, რომელიც სპეციალური ქვიშით დაიფარა.

 

 

ლისის ტბის მიდამოებიდან დედაქალაქის უმშვენიერესი ხედი იშლება.ეს არის სივრცე, რომელიც უამრავი სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვის საშუალებას გაძლევთ, იქნება ეს პიკნიკი ოჯახთან ერთად, ვარჯიში, ველოსიპედით სეირნობა თუ უბრალოდ ძაღლის გასეირნება. ეს არის მშვიდი და ლამაზი ადგილი თბილისის შემოგარენში, სადაც ტაქსით ძალიან სწრაფად და მარტივად მიხვალთ.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.