\

კუს ტბა

12.11.2019

როდესაც ქალაქში არსებული ტემპერატურა ნორმალურზე მაღლა ადის კუს ტბა თბილისელების საყვარელ ადგილად გარდაიქმნება. ზაფხულის დადგომასთან ერთად ტბაზე საბანაო სეზონი იწყება. კომფორტულად მოწყობილი პლაჟი და ღია საზაფხულო კაფე-ბარები ნებისმიერი სტუმრისთვის სასიამოვნო გარემოს ქმნიან. თუმცა ის, რაც ამ ადგილს ყველაზე მეტად ამშვენებს, ბუნებაა. ტბა გარშემორტყმულია სხვადასხვა ლამაზი მცენარეებით და ულამაზესი მწვანე პეიზაჟებით, რაც ნებისმიერ სტუმარზე მოახდენს შთაბეჭდილებას.

 

 

კუს ტბაზე შეგიძლიათ გაირუჯოთ, იცურაოთ, მოაწყოთ პიკნიკი, გაერთოთ და დროებით დაივიწყოთ რუტინული პრობლემები. ტბის ტერიტორიაზე ინფრასტუქტურაც უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, აქ მოქმედებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელშიც შედის ევროსტანდარტების შესაბამისი მინი-ფეხბურთის სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი, სანაოსნო და პროფესიული საკონცერტო სცენა პონტონით, სადაც სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ამ ადგილის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ლოკაციაა. ტბა თბილისის ცენტრში, ვაკის პარკის მახოლობლად მდებარეობს და შესაბამისად, მისვლა არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.

 

 

კუს ტბის სახელთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა მათგან არცერთის სიმართლე არ დასტურდება. ერთი ვერსიის მიხედვით, ტბას სახელი მისი უცნაური ფორმის გამო მიენიჭა, რომელიც კუს ბაქანს ჰგავს. ხოლო არსებობს ვერსია, რომ ტბამ ეს სახელი ტერიორიაზე არსებული ბევრი კუს გამო შეიძინა. რომელია ამ ისტორიებს შორის სიმართლე ალბათ ვერასდროს გავიგებთ, თუმცა შეგვიძლია სხვა უფრო აშკარა სიმართლეს ვეზიაროთ - თბილისში კუს ტბა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ზაფხულის ცხელი დღის გადასაგორებლად.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.