\

ცხრაჯვარი

13.03.2018

 

ცხრაჯვარი კოლხეთის დაბლობის ყველა დასახლებული პუნქტიდან ჩანს. ამ ადგილს უმრავლესობა რაჭას მიაკუთვნებს, მაგრამ მდებარეობით ის ტყიბულის თავზეა და გადმოჰყურებს მთელ ქალაქს, ხოლო ჰორიზონტზე სხვა დასახლებულ პუნქტებს, ნაქერალას უღელტეხილზე. ეს არის ადგილი, სადაც ადიხარ 1400 მეტრზე და შეგიძლია დაინახო შავი ზღვა. ამ დროს ხვდებით, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ აღმოსჩენი და რომ  საქართველო კიდევ უფრო მეტ უცნობ სანახაობას იტევს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. არ არსებობს არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაყვანილი გზა, მაგრამ ბუნებასთან საოცარი სიახლოვე, ცასთან ხელით შეხების შესაძლებლობა და უსუფთავესი ჰაერის შეგრძნება ყველაფერს ანაცვლებს.

 

 

ცხრაჯვარი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავია. უამრავი ლეგენდა არსებობს სალოცავის შექმნის შესახებ, ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს: ოჯახიდან ცხრა ვაჟი ომში წასულა, მათი მამა ყოველდღე ლოცულობდა შვილების სახლში უვნებლად დაბრუნებისთვის. გადაუწყვიტავს, შესაწირი  შეეწირა უფლისათვის და საკუთარი მხრებით, ტყიბულის თავზე, ყველაზე მაღალი მთის წვერზე ცხრა ჯვარი აუტანია და აღუმართავს. პატარა სალოცავი მოუწყვია. ომის დასრულების შემდეგ, ცხრავე ვაჟი მშვიდობით დაბრუნებულა შინ.

 

ცხრაჯვარის სალოცავთან ახლოს სულ ცოტა ხნის წინ უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს. ამდენად, ეს ადგილი ტურისტებსაც განსაკუთრებით იზიდავს.

 

ცხრაჯვარი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.