\

მრავალძალი

13.03.2018

 

მრავალძალი  XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლია რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებში. ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1894 წელს დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.

 

 

ეკლესია გამოირჩევა არა  თავად ნაგებობით, არამედ შემოგარენით. ეს ადგილი ერთ-ერთია იმ პოპულარულ ლოკაციებს შორის, რომელთაც რაჭაში ჩასული დამთვალიერებლები აუცილებლად ინახულებენ ხოლმე.

 

 

რაც შეეხება თავად სოფელ მრავალძალს, ეს ადგილი გამოირჩევა ლამაზი ბუნებით  და ტბით, რომელსაც, როგორც ამბობენ, და ამასვე მოწმობს ზედხედით გადაღებული ფოტოები, გულის ფორმა აქვს. მრავალძალის დათვალიერება ძირითადად სალაშქრო პირობებში მოგიწევთ, რადგან ამ ადგილას არ არის რაიმე სასტუმრო, ან ჰოსტელი, სადაც ღამის გათენება შეგეძლებათ, თუმცა შესაძლებელია, ადგილობრივებიც აქირავებდნენ ბინას. 

მრავალძალი პირობას გაძლევთ, რომ თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.