\

კურორტი ლიკანი

13.03.2018

 

კურორტი ლიკანი ადგილია, სადაც არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები (მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე ჰავა) და აუცილებელი პირობები სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით მათ გამოსაყენებლად.

 

 

ლიკანის (ყოფილი დაბა, ამჟამად ბორჯომის ნაწილი, დასახლება ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში). თბილი (28-33C) მინერალური წყლის საბადოს ახასიათებს ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა და კალციუმის შემადგენლობის განსაკუთრებული კომბინაცია და ბუნებრივი ნახშირორჟანგ გაზის სიუხვე, რაც 1500 მეტრის სიღრმიდან ამომავალ წყალს სასიამოვნო რბილ გემოს ანიჭებს. ლიკანში, მთებს შუა მდინარე მტკვრის პირას გაშენებულია ტყე-პარკი, სადაც ასწლოვანი მუხები და წიწვოვანი ხეები ხარობს.

 

 

 

პარკის ცენტრში დგას რომანოვების სასახლე, რომლის ირგვლივ დეკორატიული ნარგავები და სკვერებია მოწყობილი. სასახლე რუსეთის დიდმა მთავარმა ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა ძმისთვის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-თვის 1892-95 წლებში არქიტექტორ ლეონტი ბენუას ააშენებინა. 1898 წელს სასახლის ელექტროენერგიით მოსამარაგებლად მდინარე ბორჯომულაზე რუსეთის იმპერიაში პირველი ჰიდროელექტროსადგური ააგეს. სასახლის კომპლექსი 7 კორპუსისგან შედგება. მთავარი სასახლე აშენებულია მავრიტანულ სტილში და ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა - მას ყველა მხრიდან სხვადასხვა ფორმა აქვს. განსხვავებული სტილით არის გაწყობილი სასახლის თითოეული დარბაზიც.

 

 

ლიკანი არაჩვეულებრივი ადგილია, როგორც სამკურნალო მიზნებისთვის, ასევე დასათვალიერებლად და ისტორიული ძეგლების სანახავად.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.