\

შაორის ტბა

13.03.2018

 

შაორის წყალსაცავი, იგივე შაორის ტბა უდიდესი წყალსაცავია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა. წყალსაცავი არაჩვეულებრივ ადგილს წარმოადგენს ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებად. ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში.

 

 

შაორის წყალსაცავს ხშირად სათევზაოდ სტუმრობენ ხოლმე. წყალსაცავის გრუნტიანი, კლდოვანი ფსკერი და უხვი წყალმცენარეულობა თევზისთვის ხელსაყრელ საცხოვრებელ პირობებს ქმნის. აქ ბინადრობს თევზის შემდეგი სახეობები:  კობრი, საზანი, კარჩხანა, ხრამული, თეთრი ამური, სქელშუბლა, კალმახი და სხვა. თევზაობის მოყვარულები რაჭაში მთელი საქართველოდან ჩამოდიან. შაორზე არის კერძო სათევზე მეურნეობა, სადაც სქელშუბლას და კობრის მოშენება წარმოებს.

 

 

ქვაბულს გარს აკრავს ტყეებით დაფარული ნაქერალას ქედი და საწალიკის მთა, რომლებიც წიფლნარის, კავკასიური სოჭის უნიკალური კორომებითა და შერეული ფოთლოვანი ხეებით არის დაფარული. ტყის მასივებში მრავლად მოიპოვება სოკო: ნიყვი, მჭადა, მიქლიო, ღვინიო, წითლიო, ვარყა.

 

ბოლო წლებში შემუშავდა შაორის ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომელიც წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. წყალსაცავთან ახლოს უკვე დგას რამდენიმე, ლამაზი კოტეჯი.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.