\

ნიკორწმინდა

13.03.2018

 

მე-10 საუკუნის ბოლოს, რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, საძირკველი ჩაეყარა წმიდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს რელიგიურ ცენტრად უნდა გადაქცეულიყო. მისი მშენებლობა ორი ათეული წლის შემდგომ დასრულდა. იმავე სახელწოდებისაა სოფელი, სადაც ეკლესია მდებარეობს. რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე ნიკორწმინდის ტაძარი ექვსფასადიანი, ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. დასავლეთიდან და სამხრეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭეები, სამხრეთიდანვე მთავარ შენობაზე მიდგმულია ეკვდერი. ორივე ეს მინაშენი მეთერთმეტე საუკუნეში, ტაძრის ძირითად ნაგებობაზე გვიანაა აგებული. სამხრეთი კარიბჭის კამარა ჩუქურთმებით და ცხოველთა გამოსახულებებით არის შემკული.

 

 

ტაძარი მეთერთმეტე საუკუნეში მოუხატავთ. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში მხატვრობა განუახლებიათ. შემორჩენილი ფრესკების უმეტესობა სწორედ ამ ხანას მიეკუთვნება. გვხვდება წმიდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები: “ფერისცვალება”, “მეორედ მოსვლა”,”ჯვრის ამაღლება” და სხვ. ტაძარზე არაერთი ლექსი არსებობს. ყველაზე გამორჩეული განთქმული ქართველი პოეტის- გალაკტიონ ტაბიძის „ქებათა ქება ნიკორმწინდას“ გახლავთ.

 

 

ტაძარი, როგორც უკვე აღვნიშნე, მდებარეობს იმავე სახელობის სოფელში, -ნიკორმწინდაში. ეს ადგილი გამოირჩევა ლამაზი ბუნებით და ტყით. ნიკორწმინდა ზაფხულობით საკმაოდ გადატვირთულია, აქ უამრავი დამსვენებელი ჩამოდის. რაც შეეხევა ზამთარს, აქ არც თუ ისე ბევრი მკვიდრი მოსახლეა.

 

ნიკორწმინდის სოფელი ერთ-ერთია იმ ადგილთაგან, რომელსაც რაჭაში ყოფნისას დამთვარიელებლები ხშირად ნახულობენ. ამის მთავარი მიზეზი სწორედ ეკლესია გახლავთ.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.