\

მწვანე ტბა

13.03.2018

 

ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს და სოფელ დიდაჭარის მთის გვერდით ზღვის დონიდან 2058 მეტრზე მდებარე მწვანე ტბა ტურისტების და ექსტრემალებისთვის გამორჩეული ადგილია. მწვანე ტბა ნაომვარის მთის ძირში, ალპურ ზონაში იმ ქედების შუაში მდებარეობს, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ჰყოფს.

 

 

ტბაზე წასვლა გვიან გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარშია შესაძლებელი. ზამთრობით ტბასთან მისვლა რთულია თოვლის მაღალი საფარის გამო, თუმცა ექსტრემალებისთვის ადრე გაზაფხულზე ტბის ზედაპირზე გადაკრულ სქელ ყინულზე "გასეირნებაც" ძალიან საინტერესოა.

 

 

ტბას წიფლის ხე-მცენარეები აკრავს, სწორედ ამიტომ არის, რომ წყალს მწვანე ელფერი აქვს. მწვანე ტბა მარაგდება მთის წყაროებით და ამიტომაც ცივია, ამის გამო აქ ბანაობა ბევრს არ შეუძლია.

უნდა აღინიშნოს, რომ ტბაში თევზები არ ბინადრობს. ტბა სუსტად მინერალიზებული, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. ამ ადგილის მონახულებას ვურჩევ ყველა იმ ადამიანს, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ბუნებასთან სიახლოვე.  ეს არც ისე დიდი ზომის ტბა, ნამდვილად საოცარ სანახაობას ქმნის.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.