\

მეტეხი

13.03.2018

 მეტეხის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, თბილისში, ძველი თბილისის მუნიციპალიტეტში, უძველეს ისტორიულ უბან მეტეხში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

 

 

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, ანუ უბრალოდ, მეტეხი თბილისის ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი  ძეგლთაგანია.  აქ იყო ყველაზე ადრეული დასახლება  ქალაქის ტერიტორიაზე. თავისი მდებარეობის წყალობით, მისი ბედი მჭიდროდ იყო დაკავშირებული დედაქალაქის და მთლიანად საქართველოს ბედთან. თითქმის ყველაფერი, რაც საუკუნეთა განმავლობაში თბილისს განუცდია, მეტეხის ხვედრსაც წარმოადგენდა. განმტკიცებული ტრადიციის თანახმად, მეტეხი თბილისის უძველეს ძეგლად მიაჩნდათ. ტრადიციული რწმენით, მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ეკლესია და ციხე-სიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. ერთი ვერსიის თანახმად, აქედანვე მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად „არემარეს სასახლის ირგვლივ“ ნიშნავს.

 

 

ტაძარი არაერთხელ იქნა დაზიანებული მონღოლთა შემოსევის, თუ სხვა მიზეზების  გამო. მისი რეკონსტრუქციის ამბები ასევე დიდ ინფორმაციას გვაწვდის საქართველოს ისტორიაზე. მეტეხი შეიძლება ითქვას, რომ ქართული ისტორიის ცოცხალი მემატიანეა. ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ ტურისტები, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ტაძარი თბილისის უმნიშველოვანეს ძეგლს წარმოადგენს. თუკი დედაქალაქის „სული“ გსურთ გაიგოთ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ მეტეხსა და მის შემოგარენს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.