\

მაჭახელის ხეობა

13.03.2018

 

მაჭახელი ისტორიული მხარეა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ამჟამად მაჭახელი ორად არის გაყოფილი, მდ. მაჭახელის დინების ზემო ნაწილი თურქეთის საზღვრებშია, ხოლო ქვედა საქართველოში. მაჭახელის ხეობა უნიკალურ საშუალებას იძლევა ეკო და აგრო ტურიზმის განვითარებისათვის. ხეობის მდიდარი ისტორიულ კულტურული წარსული სასიამოვნოდ ერწყმის ბუნებას და კარგ წინაპირობას ქმნის ეკო და აგრო ტურიზმის გასავითარებლად. აქ შეხვდებით მეურნეობის ტრადიციულ დარგებს, რომელთაგან წამყვანი ადგილი მიწათმოქმედებას უჭირავს. ასევე, ეს ადგილი მეფუტკრეობით გამოირჩევა.   

 

 

ზაფხულში ხეობა არის ზომიერად გრილი და თბილი, ხოლო ზამთარში არცთუ ისე ცივი და სუსხიანი. მაგრამ დღისით ყოველთვის სითბოა. ზაფხულის პერიოდში ტემპერატურა შეიძლება იყოს +30°-დან +35°-მდე, ხოლო ზამთარში -5°-დან +10°-მდე; ზამთარში თოვლის საფარი 0,5-დან 3 მეტრამდე აღწევს, თუმცა თბილი კლიმატის გამო დიდხანს ვერ ჩერდება.

 

 

 მაჭახელის ხეობა სულ მწვანეშია. ირგვლივ ტყიანი მთები აკრავს. როგორც აღვნიშნეთ, თოვლი იშვიათია, მაგრამ თოვლიანობისას შეიძლება ციგით სრიალი. უახლოეს მომავალში იგეგმება მაჭახელის ხეობის დაცულ ტერიტორიად გამოცხადება, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს ხეობაში გზების კეთილმოწყობას.

 

მაჭახელის ხეობა იმ ადგილთაგანია, რომელიც ყოველთვის აჭარბებს წინასწარ შექმნილ მოლოდინებს. ხეობა საინტერესო იქნება როგორც  ქართველებისათვის, რომელთაც ჯერ არ უნახავთ ეს ადგილი, ასევე ტურისტებისათვის და ზოგადად, ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ბუნებით და ისტორიით გახლავთ დაინტერესებული. 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.