\

გონიო

13.03.2018

 

გონიო ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული ზღვის კურორტია საქართველოში, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. კრიალა წყალი და იდეალური კლიმატი იმისთვის, რომ გაირუჯოთ და დაისვენოთ. მშვიდი და უხმაურო სანაპირო, იდეალურ გარემოს ქმნის ოჯახური დასვენებისთვის.

 

გონიოს სანაპირო ზოლი თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაცილებული. საბჭოთა პერიოდში კარჩაკეტილი პოლიტიკის გამო ათწლეულების განმავლობაში ეს ადგილი დამსვენებლებისთვის უცნობი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. საზღვრების გახსნის შემდეგ გონიო-კვარიათი-სარფის სანაპირო თანდათან პოპულარული საკურორტო ადგილი გახდა.

 

 

დამსვენებელს აქ მთებით შემოსაზღვრული სანაპირო, ულამაზესი ბუნება, ზღვის თბილი, გამჭვირვალე წყალი და მშვიდი ყურე, დაივინგის მოყვარულებს კი - ღრმაფსკერიანი პლაჟი იზიდავს. ამჟამად გონიო-კვარიათში საკურორტო ზონის შესაფერისი კარგად გამართული ინფრასტრუქტურა არსებობს. სანაპიროები კეთილმოწყობილია, მრავლად არის კაფეები, ბარები, მაღაზიები. ბოლო წლებში გონიო-კვარიათში აშენდა უამრავი სასტუმრო და საოჯახო მოტელები, რომელთაგან ზოგი ზღვის პირას მდებარეობს, ზოგიც ფერდობებზეა შეფენილი.

 

 

აქვე საქართველოში ყველაზე ძველი ციხესიმაგრე - გონიოს ციხე მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ - ბიზანტიის, ბოლოს კი გენუის რესპუბლიკის ერთ-ერთი საყრდენი ციტადელი იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ციხე ამჟამად რესტავრირებულია და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.