\

ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი

13.03.2018

 

ძალისა – ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია ქართლის (იბერიის) სამეფოს – ტერიტორიაზე. აქ არქეოლოგიური გათხრები ტარდებოდა 1971 – 1990 წლებში და გამოვლინდა ანტიკური ხანის ნაქალაქარი. აღმოჩნდა სასახლის და ტაძრის ნაშთები, მოზაიკიანი იატაკის მქონე აბანო, ტაძარ-სასახლის კომპლექსი და ბევრი სხვა რამ. ნაქალაქარი მდებარეობს დღევანდელ სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე.

 

 

საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელებული არქეოლოგიური მისიის მიზანია გვიანდელი ანტიკური ხანის რომაული ტაძრის ფრიგიდარიუმის მოზაიკის შეფასება და რესტავრაცია. მოზაიკაზე გამოსახულია დიონისეს და არიადნეს ფიგურები და წარწერა. მეღვინეობის მფარველი ღვთაების გამოსახულებიანი მოზაიკა არსებობს სწორედ იმ მიწაზე, რომელიც ღვინის სამშობლოდ ითვლება და რომელიც დღესაც საუკეთესო ღვინოს აწარმოებს. ამიტომ ეს ტერიტორია საქართველოსთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვის მქონეა.

 

 

პოლიქრომული მოზაიკა, რომელიც იტალიური არქეოლოგიური მისიის შესწავლის საგანია, დათარიღებულია ახალი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნით და წარმოადგენს კავკასიაში აღმოჩენილი მოზაიკის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ნიმუშს. სასახლის სამი დარბაზიდან ერთ-ერთი დარბაზის იატაკი მოზაიკით არის დაფარული. ამჟამად მოზაიკა გადახურული და დაცულია, მისი ზედაპირის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დაფარულია დანალექი ფენით, ბიოლოგიური ნადებითა და წინა სამუშაოების დროის გამოყენებული წებოვანი მაკავშირებელი ნივთიერების ნაშთებით.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.