\

კინტრიშის დაცული ტერიტორიები

14.03.2018

 

კინტრიშის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს საკმაოდ კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ის სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან, სადაც მრავალრიცხოვანი სასტუმროები, რესტორნები და ოჯახური სასტუმროები არსებობს. დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა.

 

 

ნაკრძალი იწყება ზღვის დონიდან 350 მეტრიდან და მთავრდება ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. აქ ორი ტურისტული ბილიკია. პირველი ბილიკი უფრო მარტივია, ერთი დღის მანძილზე ტურისტს შეუძლია დაათვალიეროს ქვის თაღოვანი ხიდი მდინარე კინტრიშზე, ბზების კორომი, ჩანჩქერი, წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი, უძველესი ღვინის მარანი. ამ ყველაფრის ნახვა ერთ დღეში შეიძლება. მეორე ბილიკი კი შედარებით რთულია და მის დალაშქვრას ორი-სამი დღე სჭირდება. მეორე ბილიკის სიგრძე სამანქანო გზაზე 18 კილომეტრია, შემდეგ საფეხმავლო გზა კი 14 კილომეტრი. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე არის ტბა ტბიყელი, რომლის ნახვითაც ვიზიტორების დიდი ნაწილი ინტერესდება.

 

 

კარგ ამინდში ტბიდან მოჩანს კავკასიონი, ბათუმი, ფოთი, ქობულეთი. კინტრიშის ნაკრძალში ჩასულ ტურისტს ორდღიანი მარშრუტისთვის საჭირო აღჭურვილობა ადგილზე შეუძლია იქირავოს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.