\

ომალო

16.03.2018

 

თუშეთის ყველაზე დიდი სოფელი და ადმინისტრაციული ცენტრი ომალო ორ ნაწილად არის გაყოფილი: ძველი და ახალი ომალო. ძველი ომალოდან, რომელიც აშენებულია XVIII საუკუნეში, ხალხმა დაიწყო დაბლა ჩამოსვლა და ვაკე ადგილას დასახელება, რის შედეგადაც, ამ დასახლებას ახალი ომალო ეწოდა. სოფელი ომალო მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს თუშეთის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს.

 

 

ადრე მთელი სოფელი ციხის ირგვლივ ყოფილა გაშენებული. მას შემდეგ, რაც მოსახლეობა ვაკე ადგილას ჩამოსახლდა, კოშკებს მხოლოდ მტრის თავდასხმის დროს იყენებდნენ თავშესაფრად. ჩვენამდე რამდენიმე კოშკმა მოაღწია.  ერთ-ერთ მათგანში დღეს ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული, სადაც თუშური საყოფაცხოვრებო და საბრძოლო იარაღებია წარმოდგენილი. ომალოშიც, ისევე როგორც მთელ თუშეთში, ბევრგან შეხვდებით სამკურნალო-მინერალურ წყლებს. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ივლის-აგვისტოს თვეში ძველ ომალოში, კესელოს ციხეებთან იმართება სახალხო დღესასწაული „მეცხვარის დღე“, იგივე „თუშეთობა“, რომელიც თუშების ძირითად საქმიანობას - მეცხვარეობას უკავშირდება. ამ დღეს ეწყობა მეცხვარეების დაჯილდოება და თუშური ტრადიციული თამაშობები.

 

 

ომალო დიდი კავკასიონის და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს და უგზოობის გამო ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია. სოფელი ომალო (ძველი ომალო) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოებრის ბრძანებით შევიდა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სიაში. 2007 წლის 24 ოქტომბერს კი თუშეთის უნიკალური ლანდშაფტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშიც შეიტანეს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.