\

თბილისის ზღვა

16.03.2018

 

 

თბილისის ირიგაციული დანიშნულების და კომპლექსური გამოყენების წყალსაცავი შეიქმნა გასული საუკუნის 50-იან წლებში. თბილისის ზღვას ოფიციალურად თბილისის წყალსაცავი ეწოდება, „ზღვა“ სახელად კი ქალაქის მაცხოვრბლებმა შეურჩიეს, როდესაც ეს ტერიტორია თბილისის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. თბილისის ზღვა ისტორიულ ადგილზეა შექმნილი. წარსულში აქ იყო ეგრეთ წოდებული მლაშე ტბები, სადაც თბილისელი მუშები იკრიბებოდნენ მაისობაზე და საიდუმლო კრებებზე. წყალსაცავში ზემო მაგისტრალის არხით მიედინება გამჭვირვალე-ზურმუხტისფერი ივრის წყალი.

დედაქალაქის უდიდესი წყალსაცავის უმნიშვნელოვანესი საგანძურია ზღვის მიმდებარე მიწებზე, 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული დენდროპარკი, სადაც სამასამდე ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს. პარკი 1956 წელს შეიქმნა და მდიდარია სამკურნალო მცენარეებით, აქვს სანერგე და სასათბურე მეურნეობა.

 

 

უკანასკნელ წლებში თბილისის ზღვა საქართველოს დედაქალაქის მნიშვნელოვანი რეკრეაციული ობიექტი გახდა: აშენდა იახტკლუბი, მოქმედებს გრანდიოზული აკვაპარკი ჯინო პერედაისი, ღია და დახურული აუზებით, ატრაქციონებით და უნიკალური გამაჯანსაღებელი ცენტრით.  თბილისის ზღვის ვარკეთილის მხარეს დგას 50-იან წლებში აღმართული ორი ობელისკი, რომელიც წყალსაცავის გახსნას უკავშირდება.

 

 

მათთვის, ვისაც შავი ზღისკენ მიმავალი გზა დამღლელი და გრძელი ეჩვენება, შეუძლია დედაქალაქშივე მოიწყოს საზღვაო კურორტი, გაირუჯოს, იცურაოს და გაერთოს, ყველაფერი ეს კი თბილისის ზღვაზე.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.