\

შატილი

16.03.2018

 

შატილი საუკუნეების მანძილზე იცავდა საქართველოს ჩრდილოეთის ტომების  შემოსევისაგან. ციხე ქალაქებიდან ის ერთ–ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული იყო და ძირითადად პირვანდელი სახით შემოგვრჩა. სოფელი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არღუნის და შატილისწყლის (შატილურა) შესართავთან, არღუნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, თბილისიდან 160 კმ-ში, ჩეჩნეთის საზღვართან.

 

 

თბილისიდან შატილამდე სულ 160 კილომეტრია, მაგრამ ამ მანძილის დაძლევას, რთული გზის გამო, ხუთი-ექვსი საათი მაინც სჭირდება. მიდიხარ, მიდიხარ, გარშემო ნელ-ნელა ქრება ხეები, ალპურ ზონაში უზარმაზარი ხასხასა სიმწვანით დაფარული მთები გხვდება, ალაგ-ალაგ, შუა ივლისშიც კი, ზოგან თოვლია შემორჩენილი. მერე გზა ისევ დაბლა ეშვება და ერთ-ერთ მოსახვევში მოულოდნელად გამოჩნდება შატილის ციხე-კოშკები. და აქ გრძელი გზაც გავიწყდება და დაღლაც.

 

 

კლდეზე შეფენილი ხევსურული კოშკები ციხესიმაგრე-საცხოვრებელი იყო, რომელიც არა მარტო სოფელს იცავდა მტრისგან, არამედ სრულიად საქართველოს ჩრდილოეთ კედელს წარმოადგენდა და იცავდა ქვეყანას მომთაბარე ტომების შემოსევის შემთხვევაში. ციხე-სახლები ერთმანეთზეა მიწყობილი და ამგვარად ქმნის ერთიან თავდაცვით კედელს. შენობები ტერასულად არის განლაგებული. სახლებს ბრტყელი გადახურვა აქვს. სახლებს შორის მთელ სოფელზე გადის ქვის კიბე. სოფელი შატილი რამდენიმე უბნისგან შედგება (ანატორი, ქავჩი, შუასოფელი, ზენუბანი), რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ვიწრო გასასვლელებით. სოფლის დასაწყისში ცალკე დგას „საფიხვნო“ - ერთსართულიანი შენობა, სადაც სოფლის მამაკაცები იკრიბებოდნენ სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად და სათათბიროდ.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.