\

გორის ციხე

19.03.2018

 

ისტორიული ციხე-სიმაგრე შიდა ქართლში, აღმართულია ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. აქ პირველი გამაგრებული დასახლება არქეოლოგიური მასალის მიხედვით ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III საუკუნეებში ჩანს. საისტორიო წყაროებში გორის ციხე პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხეს სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა და მისი ფლობა შუა საუკუნეებში ნიშნავდა შიდა ქართლზე კონტროლის დამყარებას.

 

 

XVII საუკუნეში როსტომ მეფემ, გორში მცხოვრებ ერთ-ერთ მისიონერს ქრისტეფორე კასტელს შეუკვეთა გორის ციხის ნახატი. კასტელის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ საქართველოს ციხეთა ამსახველ ნახატებს შორის. ამ ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს არსებული ციხის მეტი ნაწილი სწორედ როსტომის დროს არის აგებული. კასტელის ნახატის მიხედვით გორის ციხეზე ოთხი დროშა ფრიალებს. ციხის ფერდობზე დახატულია ბანაკი, შუბებით შეიარაღებული ცხენოსნები და სხვა. იქვე ნაჩვენებია ერთ და ორსართულიანი სახლებიც.

 

 

ციხე რიყის ქვითაა ნაგები. ძველ ფენებში კი დამუშავებული ქვაა გამოყენებული. ციხის გეგმა ოვალური ფორმისაა. დასავლეთის მხარე, „ცხრაკარა“, უკეთაა შემონახული, სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. სამხრეთ გალავანში კამაროვანი ჭიშკარია. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მცირე ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.