\

უდაბნო-საყინულე

19.03.2018

 

„უდაბნო“ და „საყინულე“ ეს ის ადგილებია, რომლებიც რაჭაში, კონკრეტულად კი სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს და ყველა ნიკორწმინდელისათვის საამაყო სანახაობას წარმოადგენს. თუ ბუნება გიყვართ და მზად ხართ ულამაზესი სანახაობისათვის ნახევარი-ერთი საათის განმავლობაში შუაგულ ტყეში, თავდაღმართში იაროთ, მაშინ აუცილებლად ნახეთ ეს  ადგილები. „საყინულეც“ და „უდაბნოც“ ერთ გზაზეა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი შესახვევი ყოფს, საიდანაც ერთს „საყინულემდე“, მეორეს კი „უდაბნომდე“ მიჰყავხართ.

 

შუა ტყეში შესვლისას ვერც კი იფიქრებთ, რომ აქ სადმე შესაძლებელია ისეთი მღვიმე დაგხვდეთ, როგორიც „საყინულეა“. მღვიმე განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულის ცხელ დღეებში. არ გაგეცინოთ, თუკი „საყინულის“ გზაზე დამდგარს თან თბილი სვიტერის წაღება დაგჭირდათ, რადგან ტემპერატურის სხვაობა საკმარისია იმისათვის, რომ შუა აგვისტოს სიცხეშიც კი მღვიმეში სიცივემ აგიტანოთ. არსებობს მითი, რომ მღვიმეს რამდენიმე საიდუმლო გვირაბი უკავშირდება, თუმცა ამ ფაქტის სინამდვილეზე  ვერავინ დადებს თავს.

 

 

რაც შეეხება „უდაბნოს“ ეს ადგილი სრულიად არ ამართლებს სახელს. მთავარი მიზეზი, რატომაც ამ მწვანე წალკოტს „უდაბნო“ დაერქვა გახვლავთ ის, რომ ამ ადგილას მეუდაბნოე ბერს დაუდია ბინა და სწორედ მას აუგია ტაძარი, რომლის მხოლოდ ნანგრევებიღაა დღეს შემორჩენილი.

 

 

„უდაბნო“ გამოირჩევა ცივი, კამკამა მდინარით, რომელიც ასევე თაღოვანი გამოქვაბულიდან გამოდის და გამოქვაბულის მიმდებარე ტერიტორია ფავორიტ საბანაო ადგილს წარმოადგენს აქ მოსული სტუმრებისათვის. „უდაბნო“ არაჩვეულებრივი ადგილია მთელი დღის გასატარებლად, პიკნიკის მოსაწყობად, მდინარეზე საბანაოდ, მდელოზე, ხის ჩრდილში წამოსაწოლად. ამ ადგილზე ბევრი ტური და ექსკურსია ეწყობა. ზაფხულში, რაჭის სხვა სოფლებში მცხოვრები ოჯახებიც ხშირად სტუმრობენ მწვანე „უდაბნოს“.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.