\

ჭაჭუნას აღკვეთილი

20.03.2018

 

 

ჭაჭუნას აღკვეთილი მდებარეობს საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ქიზიყში. ეს ადგილი წარმოადგენს ჭაჭუნის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის ბაზაზე დაარსებულ დაცულ ტერიტორიას. მისი ფართობი 5200 ჰექტარია და თბილისიდან 175 კილომეტრით არის დაშორებული. ჭაჭუნას აღკვეთილში მრავალფეროვანი ფლორაა წარმოდგენილი. მდინარე ივრის გაყოლებაზე ტუგაის ტიპის ჭალის ტყე იზრდება, ხოლო მის მიმდებარე გორაკებზე და ტერასებზე სხვადასხვა სახის არიდული ნათელი ტყეების, ნახევარუდაბნოებსა და სტეპური მცენარეულობის ფრაგმენტებია წარმოდგენილი. ჭალის ტყეების აბსოლუტური დომინანტი - მთრთოლავი ვერხვია. უმნიშვნელო რაოდენობით გვხვდება ჭალის მუხა, საკმლის ხე - საღსაღაჯი და წნორი.

 

 

არიდული ნათელი ტყეების შექმნაში მონაწილეობენ: საკმლის ხე, ღვიის (Juniperus oxycedrus,J. foetidissima, J. polycarpos) რამდენიმე სახეობა, წითელი კუნელი, მუხა, პანტა და აკაკი (ჩელტის გლაბრა) . მდინარის სანაპირო ზოლში და ივრის მიერ დაჭაობებულ ადგილებში ლელი და ლერწამია გავრცელებული.

 

 

იშვიათ და გადაშენების პირას მისული მცენარებიდან იზრდება კავკასიური აკაკი (Celtis caucasica), საკმლის ხე (Pistacea mutica), ჭალის მუხა (Quercus pedinculiflora) და ღვია (Juniperus foetidissima). ენდემურ სახეობებიდან აღსანიშნავია: ქართული ზამბახი (Iris iberica) და ეიხლერის ტიტა (Tulipa eichleri).

ჭაჭუნას აღკვეთილში იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი 10 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.