\

უჯარმა

20.03.2018

 

უჯარმის ისტორიული ციხე-ქალაქი  მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით, 4 კილომეტრის დაშორებით.

ციხე-ქალაქი აგებულია მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზე და წარმოადგენდა ივრის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ციხის დასავლეთით იყო. ციხე-ქალაქის მთავარ ციტადელში ჩატანებულია სადარაჯო კოშკები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხეში აღმოჩენილია ორსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობის ნანგრევები.

 

 

ციხეში ჩაშენებულია ორსართულიანი ეკლესია. პირველი სართული შედარებით ძველია, მეორე სართული X-XI საუკუნეებში დააშენეს. დაშენებული ეკლესია საკმაოდ მაღალია, სარკმლები დატანებული აქვს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს. ეკლესიის კედლები აგებულია ქვის მსხვილი ფილებით და ნაწილობრივ ძველი წყობის კვადრებით.

ციხის გალავანი გრძელდებოდა  ჩრდილოეთის მხრიდან, დამრეც კლდოვან ფერდობზე, მდინარის ნაპირამდე. ამ კედლებში თანაბარ მანძილზე 9 კოშკი იყო ჩატანებული. კოშკების მეორე და მესამე სართულები განკუთვნილი იყო მეციხოვნე ჯარისათვის -  საცხოვრებლად. კოშკებს ჰქონდა დახურული, ბანური სახურავი. ბანის პერიმეტრზე ყოფილა ქონგურები, ხოლო მათ უკან დერეფანი-გასასვლელი.

 

 

მდინარე ივრის პირას შემორჩენილია კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია. მისი კედლები ქვიშაქვით და აგურით არის ნაგები. სამხრეთის მხრიდან მიშენებულია ახალი ეკლესია, რომლის ქვეშ მოწყობილია საძვალე. შეიმჩნევა ძველი კედლის კვალი. სავარაუდოდ, აქ უნდა ყოფილიყო მეფე ასფაგურის მიერ აშენებული ციხის ნაშთები.

მათ, ვინც ისტორიული ნაგებობებითა და ლამაზი ბუნებით ხართ დაინტერესებულნი, აუცილებლად გირჩევდით უჯარმის  ციხის ნახვას. ამ მიმართულებით ხშირად იგეგმება ტურები, რაც საქმეს ერთი-ორად ამარტივებს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.