\

თელავი და ბატონის ციხე

20.03.2018

 

თელავი კახეთის რეგიონის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრია. ქალაქად ჩამოყალიბდა VIII-X სს-ში, როგორც რანთა და კახთა სამეფოს დედაქალაქი. XII საუკუნიდან, როდესაც დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთის სამეფო გააუქმა, თელავმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მცირე ქალაქის სახით განაგრძო არსებობა. XVII საუკუნის 60-იანი წწ-დან თელავი კვლავ კახეთის სამეფოს დედაქალაქია. ამ ეპოქის თელავის დიდი კომპლექსებიდან დღემდე მოღწეულია: „ბატონის ციხე“, „ვახვახიშვილების ციხე“, „ყორჩიბაშვილების ციხე“ და „ძველი გალავანი“.

 

 

თელავის ცენტრში მდებარე კახეთის მეფეთა რეზიდენცია „ბატონის ციხე“ მოიცავს 3 ჰა ფართობს. მის ტერიტორიაზეა: გალავანი (ააგო კახეთის მეფე ერეკლე II-მ 1753 წ.), სამეფო სასახლე (აგებული XVII ს-ის 60-იან წწ., არჩილ მეფის მიერ). 1865 წელს ამ შენობაში წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი გაიხსნა და სასახლე სამსართულიან შენობად გადაკეთდა. ამჟამად აქ თელავის მუზეუმია), აბანო (სამხრეთ ნაწილში, ამჟამად შემორჩენილია საბანაო ოთახი და საქვაბე, აბანოს კედლები მოხატული ყოფილა) და ორი ეკლესია (მცირე ეკლესია და ერეკლე II-ის კარის ეკლესია, აგებული 1758 წელს, ეს უკანასკნელი იმავდროულად არის თავდაცვითი ნაგებობაც, სახურავის ქვეშ მოწყობილი აქვს სათოფურები). ციტადელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ათიოდე მეტრში დგას დიდი ბურჯი (დიამეტრი  14 მ.), მასზე XIX საუკუნის ორმოციან წლებამდე იდგა 7,5 მ. სიგრძის ზარბაზანი.

 

 

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.