\

კიდობანასა და საკიშორეს მღვიმეები

20.03.2018

 

 

კიდობანასა და საკიშორეს მღვიმეები საქართველოში, კონკრეტულად კი რაჭაში მდებარეობს. ამ ადგილებით განსაკუთრებით ამაყობს რაჭველი მოსახლეობა, რადგან არა მხოლოდ თავად მღვიმეები, არამედ მათი შემოგარენიც კი გამოირჩევა იმ სანახაობით, რომელსაც ის დამთვალიერებელს სთავაზობს.

 

 

რაჭაში ყოფნისას ერთ-ერთ დღეს აუცილებლად დაგეგმეთ ტური საკიშორესა და კიდობანას მღვიმეებში. რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუკი ამბროლაურის რაიონში იმყოფებით, რადგან ონიდან საკმაოდ გაგიჭირდებათ აქამდე მოსვლა და დამღლელი გზაც გამოგივათ.

განსაკუთრებით გამორჩეული საკიშორეს მღვიმე გახლავთ, რომელიც მთლიანად ხავსით არის გარედან დაფარული და ზაფხულში ძალიან  სასიამოვნოა ამ ადგილის სტუმრობა.

 

 

მღვიმეების დათვალიერების შემდეგ თავი შეგიძლიათ ხშირ ფოთლოვან ტყეს შეაფაროთ და მცირე პიკნიკიც მოაწყოთ, ან აქვე, ახლოს მდინარეში იბანაოთ. მოკლედ, მარშრუტის დაგეგმისას, გაითვალისწინეთ, რომ აქაურობა სრულ კომფორტს გიქმნით მთელი დღის გასატარებლად.  

ეს ადგილი საკმაოდ პოპულაურია როგორც ქართველ, ასევე უცხოელ დამთვალიერებლებში. აქედან გამომდინარე, ზაფხულში საკიშორისა და კიდობანას მღვიმეებში ბევრ ხალხს შეხვდებით. წლის სხვა მონაკვეთებში კი, რასაკვირველია, აქაურობა ცარიელია და არც თქვენ გირჩევდით წასვლას, საკმაოდ მკაცრი კლიმატის გამო.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.